Land Rover-ების რუსმა მფლობელებმა გინესის რეკორდის დამყარება სცადეს და მარკის 2152 ავტომომობილი ერთად შეკრიბეს. ღონისძიება ბრიტანული ბრენდის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მონაწილეების რეგისტრაცია სპეციალური შეთავაზების საშუალებით მიმდინარეობდა. შეთავაზების წყალობით რეკორდის დასამყარებლად აუცილებელი მონაცემების შეგროვებაც მოხდა: ფოტოები, სადაც დრო და GPS კოორდინატები იყო ასახული. წესების დაცვას თავად გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ. თუმცა, შედგა თუ არა რეკორდი, ეს ცნობილი მხოლოდ ზაფხულში გახდება.
Land Rover-ები მაგისტრალზე თანმიმდევრულად განთავსდნენ. რეკორდის კოორდინაცია რუსული „ავტორადიოს“ პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა.