LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსკოვში მე რომ დამპატიჟოს ვინმემ, ჩავალ, მაგრამ პუტინისტების გარემოცვაში არც ვიმღერებ, არც გამოვჩნდები და დემონსტრაციულად დავტოვებ იმ ადგილს, სადაც ისინი იქნებიან“ – ია ფარულავა

717
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

24 ივნისს, ფეისბუკში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ, სოსო პავლიაშვილმა და სხვა ქართველმა მომღერლებმა რუსეთში ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე იმღერეს.

ამერიკულ პროექტში American Idol-ში მონაწილეობის შემდეგ, რასაც საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა, ნუცა ბუზალაძის გამოჩენას მოსკოვში დიდი კრიტიკა მოჰყვა. მომღერალმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ რუსეთში მეგობრის დაბადების დღეზე იყო.

„ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას…ვიაზრებ, რომ მთავარი შეცდომა ჩემი რუსეთში ჩასვლა იყო და არა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე დასწრება” – ნუცა ბუზალაძე მოქალაქეებს მიმართავს

თუმცა, საკითხზე არ წყდება გამოხმაურებები.

ზაზა შენგელია: „ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ, რაც არ უნდა ახლო მეგობრის დაბადების დღე ყოფილიყო, მე პირადად მის ადგილას არც ამ წვეულებაზე არ წავიდოდი და რომ მცოდნოდა მიდიოდა, აუცილებლად ვურჩევდი, რომ არ წასულიყო…“

ნინი შერმადინი: „არც მე მესიამოვნა მისი დანახვა რუსეთში გულწრფელად, მაგრამ ამხელა ზიზღი ნამდვილად არაფერში წერია..რეალურად მოღალატე ადამიანებზე ვიდარდოთ“

„დაანებეთ ნუცას კრიტიკას თავი! მან კარგად გააანალიზა რაც „დააშავა“ და ბოდიშიც მოიხადა..“ – ჯგუფ „სეიშენის“ წევრი, ზაზა ბანძელაძე

ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება მსახიობი, ტელეწამყვანი ია ფარულავა:

„ბევრი მომღერალი ჩადის რუსეთში, მოსკოვში და მღერის, მაგრამ მე რომ დამპატიჟოს ვინმემ მოსკოვში ჩავალ, მაგრამ პუტინისტების გარემოცვაში არც ვიმღერებ, არც გამოვჩნდები და დემონსტრაციულად დავტოვებ იმ ადგილს, სადაც ისინი იქნებიან.

მინდა გითხრათ, პუტინისტები მოსკოვში ცოტანი არიან და გამოთქმა – მკვდარი რუსი, კარგი რუსი, ჩემთვის მიუღებელია, როგორც გინდათ, ისე განმსაჯეთ“, – ამბობს ია ფარულავა.

„ნუცას ჩაქოლვის ნაცვლად, გაიხსენეთ იესოს სიტყვები: „ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველი ქვა მან ესროლოსო“, ასე რომ, გთხოვ, აპატიეთ, დაივიწყეთ და დაუბრუნეთ ნუცას სიცოცხლე“ – ფადი ასლი

არ მესმის რაზე იხდი ბოდიშს და საერთო რა დააშავე საბოდიშო?! – ზურა ხაჩიძე ნუცა ბუზალაძეს

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები