LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვის ცენტრში, საკონცერტო დარბაზში სროლისა და ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა

311
Untitled design (11)

მოსკოვის ცენტრში სროლისა და ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულ სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებული “ტელეგრამ არხი” “112” ავრცელებს.

ოფიციალური წყაროებიდან დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხი ჯერ არ გაჟღერებულა.

წინასწარი ინფორმაციით, ხუთამდე სპეციალურ ფორმებში გამოწყობილმა შეიარაღებულმა ადამიანმა მოსკოვის ცენტრში, საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც ყუმბარა ან ცეცხლგამჩენი ბომბი ისროლეს, რამაც ხანძარი გამოიწვია.

რუსული გამოცემა “მედუზას” ცნობით, ხანძრის ფართობი შესაძლოა სამი ათას კვადრატულ მეტრს მოიცავდეს. ადგილზე სამართალდამცავი და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სხვა შესაბამისი სამსახურები მივიდნენ. რამდენიმე ადამიანი ისევ საკონცერტო დარბაზში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები