LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვის აეროპორტში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი დაეჯახა

119

მოსკოვის აეროპორტში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი დაეჯახა. შემთხვევა ჟუკოვსკის აეროდრომზე მოხდა და კომპანია „იკარის“ ლაინერმა „ურალის ავიახაზების“ ხომალდი დააზიანა. უფრო ზუსტად კი „ურალის“ ბორტი გაჩერებული იყო, როდესაც საფრენ ბილიკს აცდენილი „იკარი“ მას დაეჯახა. თუმცა, „იკარის“ წარმომადგენლები თავის შეცდომას უარყოფენ და ყველაფერს „ურალს“ აბრალებენ, მათი ინფორმაციით, „ურალის“ თვითმფრინავი კარგად არ იყო გაჩერებული, კუდის ნაწილი საფრენ ბილიკზე ქონდა გამოშვერილი და შეჯახების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

შემთხვევის დროს  ორივე თვითმფინავი მგზავრების გარეშე იყო და საბედნიეროდ არავინ დაზარალბულა, ინციდენტს ამჟამად პოლიცია იძიებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები