რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი არ ელოდება, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე სერიოზული შეთანხმებების მიღწევა და გარღვევები მოხდება.
„ჩვენ არ გვაქვს გადაჭარბებული მოლოდინები, არ გვაქვს ილუზია სამიტთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ გარკვეული გარღვევებია მოსალოდნელი, მაგრამ ობიექტური აუცილებლობა არსებობს, რომ სამიტის დონეზე მოსაზრებების გაცვლა მოხდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეებს ხედავენ რუსეთი და შეერთებული შტატები, ორი დიდი ბირთვული სახელმწიფო საერთაშორისო არენაზე,“- განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება.