LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს: უკრაინის დაზვერვა

200
სანქციები

„მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს“, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.

„სომხეთი რუსული კომპანიების ბიზნესს ხელსაყრელ პირობებს უქმნის. პირველ რიგში, ეს ეხება IT სექტორს. რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის დაახლოებით 85 ათასი მოქალაქე და 113 IT კომპანია სომხეთში ჩავიდა. რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთის ტერიტორიაზე ათასამდე კერძო საწარმო და 250-ზე მეტი შპს შექმნეს, რომლებიც გადასახადებს გადაიხდიან ორი ქვეყნის – სომხეთისა და რუსეთის ბიუჯეტში“, – აღნიშნულია უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანგარიშში.

დაზვერვა წერს, რომ მოსკოვი გეგმავს ოდკბ-ის ქვეყნებში (ბელორუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) მოაწყოს რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქტების წარმოების ორგანიზებას, რაც უცხოური კომპონენტების გამოყენებასაც საჭიროებს. ეს ქმედება გააძლიერებს ოდკბ-ის წევრი ქვეყნების დამოკიდებულებას რუსეთზე, რაც შედის კრემლის ინტერესებში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის წამყვანი რუსული მწარმოებელი – „ულიანოვსკის მექანიკური ქარხანა“ ყაზახეთს გერმანული წარმოების კომპონენტების მისაღებად იწვევს.