LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვი და ოკუპირებული სოხუმი დე ფაქტო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს განიხილავენ

56
აფხაზეთის საზღვარი

Ekho Kavkaza-ს ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის დელეგაცია ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ოპოზიციურ „აფხაზეთის სახალხო მოძრაობაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „მხარეებმა“ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი უნდა განიხილონ.

„ამჟამად, კომისიის მუშაობა მიმდინარეობს, განიხილება საკითხები, რომლებიც ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ღიად განახორციელონ ერთობლივი კომისიის მუშაობა და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან ტერიტორიული კუთვნილების საკითხი ჩვენი ხალხისთვის უკიდურესად მგრძნობიარეა“, – ნათქვამია „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.