,,მოსამსახურე” ჯოენ უელსის უახლესი სერიალია, რომლის პირველი სეზონი უკვე გამოსულია. სერიალმა პირველივე ეპიზოდების გამოსვლისთანავე იმდენად მაღალი რეიტინგი დაწერა, რომ მალევე „ლაზიერის გამბიტს“ მიუახლოვდა და გადაასწრო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასეთი სტარტი უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ახალი სერიალი ყველა შესაძლო რეკორდს მოხსნის და ისტორიას დაწერს.
მარგარეტ კუელისა და ენდი მაკდაუელის მონაწილეობით გადაღებული ახალი დრამა მარტოხელა დედის ისტორიას გვიყვება და ის მორი სმიტ მიცლერის რომანის მიხედვითაა გადაღებული. სიუჟეტის ცენტრში უკიდურეს სიღარიბეში გაზრდილი მარტოხელა დედაა, რომელიც დამლაგებლად მუშაობს და ყველაფერს აკეთებს მცირეწლოვანი შვილის გამოსაკვებად.