LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე პატიმრობაში რჩებიან

130
აკო ჭელიძე

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე პატიმრობაში დატოვა.

ბრულდებულმა აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა. ჭელიძემ თქვა, რომ თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს. როგორც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, მას თანამზრახველი არ ჰყოლია.

მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე თავს წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში დამნაშავედ არ მიიჩნევს.

„ჩემი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შევატყობინე“,– თქვა კავილაძემ.

საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან აღიარება არა გულწრფელობას, არამედ მოსალოდნელი მკაცრი სასჯელისგან თავის არიდებას ემსახურება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები