LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეთა სიის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას – დავით ჭიჭინაძე

chichinaze

ჩემი ეჭვები გამართლდა – მოსამართლეთა სიის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და იგი მხარს კობახიძის გუნდს უჭერს, – ასე აფასებს პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

ჭიჭინაძე აცხადებს, რომ როდესაც რაღაც საკითხის გატანა ხელების გადაგრეხვით ხდება, არ არის გამორიცხული პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს.

“ამ განცხადებით ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი კობახიძის გუნდს და მოსამართლეობის კანდიდატთა სიას უჭერს მხარს. საინტერესო ის არის, ხალხი ვის უჭერს მხარს და რამდენად ემთხვევა ეს იმ დანაპირებს, რომელიც გაიცა საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის. მას რომ გაეკეთებინა მეორე ტურამდე განცხადება, რომ მხარს უჭერს მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და სხვა მოსამართლეებს, არა მგონია, გაემარჯვებინათ. ის დაპირებები, რაც გაიცემა არჩევნების წინ, ამის მაგალითი არის დონალდ ტრამპი, თუ როგორ ცდილობს შეასრულოს თავისი საარჩევნო დაპირება. რა დაპირებასაც საარჩევნოდ ვიძლევით, უნდა შესრულება. ჩემი ეჭვები გამართლდა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი,” – განაცხადა ჭიჭინაძემ.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ივანიშვილი მიუთითებს, რომ ეკა ბესელიას გადაწყვეტილებები გაუგებარია და მიიჩნევს, რომ ის გუნდის წინააღმდეგ წავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები