LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა დასაშვებად მიიჩნია და სააკაშვილის საქმეს დაურთო

192
Untitled design

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა მტკიცებულებად დაურთო.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა, სააკაშვილის ადვოკატების თქმით, ის საქმეზე მტკიცებულების სახით არ უნდა დართვოდა.

შეგახსენებთ, გასულ სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა წარმოადგინა, რომელიც ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილ დიაგნოზებს ეხება.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოში ჩვენების მიცემა მოუწევთ წარდგენილი დასკვნის ავტორებს, ნოდარ კაკაბაძეს, ნანა კეკელიძესა და აკაკი ტყემალაძეს.

„ვფიქრობ, რომ მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ მათი მოსაზრებები იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში საუბარია სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანების განმარტებაზე. როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, დაიხმარონ ან მოიშველიონ სპეციალური ცოდნის მქონე პირების განათლება და სპეციალობა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი დასკვნა უნდა დაერთოს საქმეს“, – განაცხადა გიორგი არევაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის საკითხზე მორიგი პროცესი იმართება.