LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლე მურუსიძემ “აიისას” დაჯარიმება ძალაში დატოვა

98

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ლევან მურუსიძის მოსამართლეობით, “აიისას”  საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის ინტერესების დამცველი, გიორგი მშვენიერაძე ავრცელებს.მისივე ცნობით, გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც სამოტივაციო ნაწილს ჩაიბარებენ.

“მაგრამ ალბათ მანაც დაინახა ამ გვირგვინში ეროვნული ღირსება. შევხვდებით სტრასბურგში.”- წერს მშვენიერაძე

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10215597336667670&set=a.1208426371978.2032097.1268263429&type=3&theater

 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზერვატივიების ქართული ბრენდი აიისა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობებს ლახავს. სასამართლომ კომპანია 500 ლარით დააჯარიმა და პროდუქციის ამოსაღებად ერთიკვირიანი ვადა მისცა.