LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ზვიად კუპრავას ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის განხილვას ჩამოშორდა

103

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დააკმაყოფილა ზვიად კუპრავასა და მისი ადვოკატების შუამდგომლობა და საქმის განხილვას ჩამოშორდა.

საქმე ეხება 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე მიმდინარე პროცესს, სადაც ზვიად კუპრავას ბრალი წარედგინა სსკ-ის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას გულისხმობს. კერძოდ, დაცვის მხარე მოსამართლის აცილებას იმ საფუძვლით ითხოვდა, რომ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ბრალდებულთან მიმართებაში ვერ იქნებოდა ობიექტური, „რადგან 2016 წელს სწორედ აღნიშნული მოსამართლის საწინააღმდეგოდ მან საქალაქო სასამართლოსთან გამართა აქცია და დაადანაშაულა მევახშეობაში.

„სასამართლოსთან ჩატარებულ აქციაზე გამოუთქვამს გარკვეული კრიტიკული შენიშვნები და ბრალდებები ჩემს მიმართ. როგორც თვითონ ამბობენ, თურმე მე ბინებს ვაქირავებ და ამ შემოსავლით ვცხოვრობ. სამეწარმეო საქმიანობას მე არ ვახორციელებ. ზვიად კუპრავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი, თუმცა იმის გამო, რომ კუპრავას, მის ადვოკატებს და მხარდამჭერებს არ გაუჩნდეთ განცდა, რომ მოსამართლე ამ ცილისწამებლური განცხადებების გამო არის განაწყენებული, მე ამ საქმეს უნდა ჩამოვცილდე,”- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

შემდეგი სხდომის თარიღი მას შემდეგ განისაზღვრება, რაც საქმე სხვა მოსამართლეს დაეწერება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები