LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოსალოდნელია ფასის კიდევ შემცირება” – ირაკლი ლექვინაძე საწვავის გაიაფების მიზეზებზე საუბრობს

149
ბენზინი

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საავტომობილო საწვავზე ფასების შემცირება კვლავ მოსალოდნელია. ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„2022 წლის მარტიდან დღემდე 1 ლარზე მეტად არის შემცირებული ყველა ტიპის საწვავზე ფასები. ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირება და ეროვნული ვალუტის გამყარება. თუმცა ვთვლით, რომ მოსალოდნელია ფასის კიდევ შემცირება. დღევანდელი წინაპირობები ამის თქმის საფუძველს გვაძლევს“, – აღნიშნა ლექვინაძემ.

სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ მოკვლევის დაწყების შემდეგ, საწვავის რეალიზატორებს შორის კონკურენცია გაიზარდა.

„დავაკვირდით ტენდენციას, რომ მსხვილ კომპანიებს შორის ერთსა და იმავე ტიპის საწვავზე ფასებს შორის სხვაობები იყო მინიმალური და მოკვლევის დაწყების შემდეგ, ეს სხვაობები გაიზარდა. ეს აჩვენებს, რომ კომპანიები ერთმანეთთან მეტ კონკურენციაში შევიდნენ. გარდა ამისა, თუ მოკვლევის დაწყებამდე მცირე და მსხვილ ქსელებში ყველაზე იაფფასიანი საწვავი საკმაოდ დიდი ფასთა სხვაობით იყო წარმოდგენილი (60-80 თეთრი), დღეს მათ შორის ეს ფასთა სხვაობა არის შემცირებული.

აგვისტოში დავიწყეთ 5 მსხვილი რეალიზატორის წინააღმდეგ მოკვლევა და საკითხი ეხება ბაზარზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქცევას. ამ ეტაპზე ეკონომიკური ანალიზი დასრულებული გვაქვს და კომპანიებისგან ინფორმაცია მიღებული გვაქვს. ახლა მიმდინარეობს დამუშავება და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გადაწყვეტილებას თებერვლის თვეში გავაცნობთ საზოგადოებას“, – განაცხადა ლექვინაძემ „მთავარის“ პრეკლუბში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები