LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობისთვის კომუნალურების გადახდა სახელმწიფოს 300 მილიონ ლარამდე დაუჯდება

129
pjimage-2

მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი აცხადებს.„ პროგრამის ბიუჯეტის სავარაუდო მოცულობა ალბათ, 250-300 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგალითად, თუ თბილი ამინდები გაგრძელდა, შესაძლოა ნაკლები თანხა დაგვჭირდეს. თანხის ნაწილი მიმდინარე წელს იქნება ათვისებული, ხოლო დანარჩენი ნაწილი მომდევნო წლის ბიუჯეტში აისახება“,- განმარტავს ივანე მაჭავარიანი.

ცნობისთვის, ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება, რაც ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე. ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია და ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები