LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის „შეუგნებლობაზე“ აპელირება და ყველა სკეპტიკოსის „ანტივაქსერად“ შერაცხვა მინიმუმ არაკორექტულია – გიორგი კავკასიძე

948
1 (1)

ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი გიორგი კავკასიძე სოციალურ ქსელში ვაქცინების შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებულობის აუცლებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, სიტყვა „ანტივაქსერი“ დღეს უტრირებულად არის გამოყენებული.

,,ხალხი, ვინც უარს ამბობს კოვიდ-19 ვაქცინაციაზე, არ არიან აუცილებლად „ანტივაქსერები“. ჰკითხეთ ამ ხალხს – თვითონ ან მათი შვილები თუ არიან აცრილები დიფტერიაზე, ყივანახველაზე, ტეტანუსზე, ტუბერკულოზზე, პოლიომიელიტზე, წითელაზე, ყბაყურაზე, წითურაზე, ვირუსულ ჰეპატიტზე ან სხვა ინფექციაზე

თუ ერთ კითხვაზე მაინც პასუხი დადებითი იქნება, მაშინ ასეთი ადამიანის ანტივაქსერად შერაცხვა არის უვიცობა, რადგან ანტივაქსერები არც ერთ აცრას არ ცნობენ.

ჩვენი მოსახლეობის კოვიდ-19 აცრების მიმართ სკეპტიციზმის მიზეზები ჩემი აზრით შემდეგია

1. კოვიდ-19 შესახებ ხელმისაწვდომი და იოლად გასაგები ინფორმაციის სიმწირე (გნებავთ უქონლობა). დღემდე მოსახლეობის დიდ ნაწილს კოვიდ-19 გრიპისმაგვარი ინფექცია ჰგონია და არ იციან რომ კოვიდ-19 მულტუსისტემურ გართულებებს იწვევს. წარმოდგენა არ აქვთ კოვიდ-19 გადაცემის გზებზე, ინფექციის გამომწვევზე და მიმდინარეობაზე, რა და რატომ შეიძლება იყოს კოვიდ-19 სიკვდილის მიზეზი. რატომ არის რომ მძიმე ფორმით მიმდინარეობისას ადამიანი „იხრჩობა“, რა შეიძლება მოჰყვეს ორსულის ინფიცირებას. არ იციან რომ კოვიდ-19 შედეგად შეიძლება განვითარდეს ფილტვების მასიური დაზიანება, დიაბეტი, სმენის დაქვეითება, სპერმატოგენეზის დაქვითება, თრომბოზები და ა.შ.

2. არ არქვთ ინფორმაცია (ზოგადად) ვაქცინების როლის, მიზნების და მოქმედების მექანიზმზე, კონკრეტულად კი კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინებზე. მოსახლეობამ არ იცის რომ ფაიზერის კლინიკურ კვლევაში 50 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, რომ 2020 აპრილიდან მოყოლებული ეს ხალხი სკურპულოზური დაკვირვების ქვეშაა. ხდბა აღრიცხვა თუ რა გართულებები, რა გვერდითი მოვლენები აღენიშნათ ბოლო 1.5 წლის განმავლობაში.

არ იციან რომ ვაქცინების გადაუდებელი აუცილელბლობის ავტორიზაცია არ არის „ექსპერიმენტული კვლევის“ ავტორიზაცია. ექსპერიმენტული კვლევებმა ამ ვაქცინებმა კლინიკური გამოცდის დროს გაიარეს და მაღალი ეფექტურობა აჩვენეს.. გაუგებარია რატომ არის გადუდებელი აუცილობელობა კოვიდთან ბრძოლა, რომელმაც მარტო საქართველოში 6’000 მეტი, მსოფლიოში კი 4,5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რას ნიშნავს კოვიდ-19 ვაქცინაციის რისკისა და სარგებლის შეფარდება.

ეს და კიდევ უამრავი ინფორმაცია მოსახლეობას უნდა მიეწოდებოდეს გასაგებ ენაზე, ყველა შესაძლო ფორმატში და მედია-საშუალებით.

ვისი ვალდებულებაა მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ? – მთავრობის და მისი სტრუქტურული ერთეულების

როდის უნდა დაწყებულიყო ვაქცინაციის კამპანია? – 2020 დეკემბერი/2021 წლის იანვრიდან.

იმის გამო რომ პანდემიის დაწყებისთანავე ინფორმაციული ვაკუუმი გაჩნდა, ეს ვაკუუმი უცებ შეივსო მითებით, ჭორებით, დეზინფორმაციით, შეთქმულების თეორიებით.

ამიტომ მოსახლეობის „შეუგნებლობაზე“ აპელირება და ყველა სკეპტიკოსის „ანტივაქსერად“ შერაცხვა მინიმუმ არაკორექტულია“, -წერს გიორგი კავკასიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები