LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის 50%-ზე მეტი აუცრელი მსოფლიოს რომელი ქვეყნების პრაქტიკა აქვთ მხედველობაში? – გიორგი კავკასიძე მწვანე პასპორტების გაუქმებაზე

100
giorgikavkasidze-2022-01-11-17-27-11-981093

საქართველოში “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. თუმცა, აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც “მწვანე პასპოტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, კვლავ ისარგებლებენ ამ მექანიზმით”, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტის ვალდებულება – გაბუნიას განმარტება

კულუმბეგოვი: ამ ფორმით პასპორტს ჯობია, არ გვქონდეს!

გამყრელიძე: ჩემი გადასახედიდან, ბიზნესებისთვის რეკომენდებულია “მწვანე პასპორტი” მოითხოვონ, ეს მათი გადასაწყვეტია

საკოორდინაციო საბჭოს მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი კავკასიძე ეხმიანება.

“ომიკრონის” სწრაფი გავრცელებისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულება.” მოსახლეობის >50% აუცრელი მსოფლიოს რომელი ქვეყნების პრაქტიკა აქვთ მხედველობაში?”, – წერს გიორგი კავკასიძე.

ცნობისთვის, სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისთვის “მწვანე პასპორტის” ქონის ვალდებულება საქართველოში 2021 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდა.

„ომიკრონი“ თუ სეზონური ვირუსი? – როგორ მოვიქცეთ, როცა გრიპის მსგავსი სიმპტომები გვაქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები