LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის 48%-ს პოლიტიკაში მეტი ქალის ხილვა სურს: IRI

52
ქალები პოლიტიკაში

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევა გამოაქვეყნა. შეკითხვაზე, უნდა იყოს თუ არა მეტი ქალი პოლიტიკაში, მოსახლეობის 48% დადებითად პასუხობს.

ეს მონაცემი გაზრდილია თებერვლის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, როდესაც 38% პოლიტიკაში მეტი ქალის მომხრე იყო.

ორგანიზაციის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

IRI-ის კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, 26% ხმას „ქართულ ოცნებას“, 14 % „ნაცმოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას მისცემდა

IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად პატრიარქი, კახა კალაძე და გიორგი გახარია მოსწონს

გამოკითხულთა 61%-ს არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს: IRI