საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მედიკამენტების საფასურია.
ასე ფიქრობს მოსახლეობის უმეტესობა იმ კვლევის მიხედვით, რომლის შედეგებიც ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ცოტა ხნის წინ წარადგინა.
ჯანდაცვის სექტორის ყველაზე დიდ გამოწვევად წამლის ფასებს მიიჩნევს გამოკითხულთა 46 პროცენტი.
ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე, გამოკითხული მოქალაქეების შეხედულებები ასე გადანაწილდა:
პრობლემები:
◾ საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა კორნავირუსთან მიმართებაში -16 %;
◾ ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა – 14 %;
◾ საავადმყოფოების და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა 13 %;
◾ სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასური – 13 %;
◾ ექიმების ხელმისაწვდომობა კორონავირუსთან დაკავშირებით -12 %;
◾ ჯანდაცვის სისტემაში პრობლემა არ არის – გამოკითხულთა 9 %.
გამოკითხული მოქალაქეების 60% ამბობს, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტიანად უმკლავდება.
NDI-ის კვლევა, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, საქართველოს მასშტაბით, 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა.
გამოკითხვა მოიცავს 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.