ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავიშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო.
კითხვაზე: ზოგადად, თქვენი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი? – გამოკითხულთა 50 პროცენტი ამბობს, რომ კარგი მოვლენა იყო, ხოლო 11 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის.
დასახლებების, ასაკისა და სქესის მიხედვით მონაცემები ასე გადანაწილდა:
აღსანიშნავია, რომ დადებითი პასუხი კითხვაზე ძირითადად სომხურ და აზერბაიჯანულ დასახლებებში გამოკითხულებმა გასცეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად ძირითადად, 55 წელს გადაცილებული მოსახლეობას მიაჩნია და მათი უმეტესობა კაცია.