“ასეთი დიდი თავყრილობები არ უნდა ხდებოდეს” – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ხალხმრავალი ქორწილები და ქელეხები ვირუსის გავრცელების მხრივ, დიდი რისკის შემცველია.
მარინა ეზუგბია მიიჩნევს, რომ აუცილებელია კორონავირუსის შესახებ საზოგადოების უწყვეტი ინფორმირება, რადგან მისივე თქმით, ხალხმა რეალური საფრთხე ვერ გაიაზრა.
„მხოლოდ მე კი არა, ამაზე ყველა ვლაპარაკობთ. ასეთი დიდი თავყრილობები არ უნდა ხდებოდეს. დაგიდასტურებთ, რომ მოსახლეობას არ აქვს გააზრებული საფრთხე. კორონავირუსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობაში ძალიან ბევრი ფაქტორი მონაწილეობს. თვითონ მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, სამედიცინო სექტორი და მეოთხე თქვენ – მედია.
თქვენ გარკვეულწილად ეწევით საქმიანობას, რომლითაც ჩვენ გამუდმებით ველაპარაკებით მოსახლეობას, რა არის სწორი და ა.შ. ასე თუ გავაგრძელებთ ყველაფერს, ალბათ, კორონავირუსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დონის ეს მონაცემები არ დაეცემა. იმედია, რომ ჩვენ ამ დაბრკოლებას გადავლახავთ ისე, როგორც აქამდე გვაქვს გადალახული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
3 ახალი ინფიცირებულიდან 2-ის წყარო უცნობია – მარინა ეზუგბაია
16 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა და 1006-ს შეადგენს. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. “კოვიდ 19”-სგან ამ ეტაპზე ქვეყანაში 883 ადამიანი განიკურნა.