პანდემიის მიუხედავად შევძელით, რომ 2020 წელი სოფლის მეურნეობისთვის იყო ძალზედ წარმატებული, შედეგზე ორიენტირებული და საქართველოს მოსახლეობამ მიიღო არნახული შემოსავლები სოფლის მეურნეობისგან – ამის შესახებ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ზრდა ყველა სექტორში შეინიშნება.
“დღემდე სოფლის მეურნეობა ვითარდება საქართველოს 2015-2020 წლის სტრატეგიით, ხოლო თვითონ სოფლის განვითარება 2017-2020 წლის სტრატეგიის საფუძველზე. ამასთანავე, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების დახმარებით, შემუშავებულია 2021-2027 წლის სტრატეგია.
ჩვენ დავთავლეთ პირველადი პროდუქციის გამოჩვების საერთო მოცულობა. ეს არის დაახლოებით 5 მილიარდ რვაასი მილიონი ლარის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, როემლიც უშუალოდ ქართველი ფერმერების მიერ იქნა შექმნილი. თითქმის ამდენივეა შემქნილი გადამამუშავებელ მრეწველობაში, სურსათი მაქვს მხედველობაში. ფაქტობირვად, ჩვენ გადავლახეთ 12 მილიარდიანი ზღვარი 2020 წელს, როდესაც ჯამურ მაჩვენებელი 2012 წელს 5 მილიარდ ლარს არ აღემატებოდა.
შესაბამისად, 2020 წელს 300 000 ტონით გაიზარდა წარმოებული პროდუქციის მოცულობა. ფერმერებმა მიიღეს წელს არნახული შემოსავალი. ზრდა გვაქვს ყველა სექტორში. აქვე მნიშვნელოვანია ქართველ ფერმერთა წარმატება, რომლებმაც დაიჯერეს იმ პროექტების, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და ჩაატრეს აგროღონისძიებები.”- განაცხადა “ფორტუნასთან საუბრისას მინისტრის მოადგილემ.