“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 19 მაისს თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 19 მაისს, იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით, შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავიარეისი 16:00 საათზე შესრულდება, ხოლო ბათუმიდან რეისი თბილისის მიმართულებით, კონცერტის დასრულების შემდეგ, 01:30 საათზე.
“ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად Black See Arena-ზე კონცერტს 19 მაისს 20:30 საათზე გამართავს. ორკესტრს თავად კომპოზიტორი უდირიჟორებს. მორიკონეს კონცერტის ბილეთი 60-დან 300 ლარამდე ღირს. ბილეთების ყიდვა tkt.ge-ზე ამ დროისთვისაც შესაძლებელია. ენიო მორიკონემ მუსიკალურად ისეთი ფილმები გააფორმა, როგორიცაა “ერთხელ ამერიკაში”, “კარგი, ცუდი, ბოროტი”, “დეკამერონი” და ა.შ. ენიო მორიკონე საქართველოში 2018 წელს დაგეგმილი ტურის ფარგლებში ჩამოვა. მსოფლიო ტურნეს საკულტო კომპოზიტორი Black See Arena-ზე პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ხსნის“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.