იაპონია რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს, კერძოდ, 2022 წლის 5 აპრილიდან, იაპონიის ხელისუფლება აკრძალავს ფუფუნების საგნების რუსეთში ექსპორტს. სანქციები ვრცელდება, მათ შორის ძვირფას ქვებზე, სამკაულებსა და პრემიუმ ავტომობილებზე. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ განაცხადა, ინფორმაციას კი Reuters ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, ამავე საკითხზე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთისთვის ფუფუნების ნივთების მიწოდების აკრძალვა, დამატებითი ზეწოლა იქნება რუს ოლიგარქებსა და პოლიტიკურ ელიტაზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ჯერჯერობით, უცნობია, რომელი მანქანები მოხვდება “ლუქსის” კატეგორიაში.
შეგახსენებთ, მარტის შუა რიცხვებში, რუსეთში ფუფუნების პროდუქციის მიწოდებაზე ემბარგო ევროკავშირმაც დააწესა.