ალეკ ბოლუინისა და ოპერატორ, ჰალინა ჰაჩინსის თავს დატრიალებული უბედური შემთხვევის შემდეგ, ფილმის გადაღებებისას მორიგი ტრაგედია დატრიალდა. ამჯერად „ინდიანა ჯონსის“ გადაღებებზე, ახლად ჩაფრენილი გუნდის წევრი, 54 წლის ნიკ კიუპეკი გადაღებების დაწყებამდე მაროკოს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
გუნდის წევრები შოკში არიან, მოულოდნელი ამბავი სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა, ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არავის გაუკეთებია.
ჰარისონ ფორდი ,,ინდიანა ჯონსის” ბოლო ეპიზოდში ბრუნდება
ცნობისთვის, „ინდიანა ჯონსის” საფინალო, მე-5 ფილმს „დისნეი“ იღებს მისი რეჟისორი, ფრენკ მარშალია. ამჯერად გადაღებები მაროკოში მიმდინარეობს.
ფოტო: „ეს მართლაც საზარელი ადგილია“ – „ინდიანა ჯონსის“ დასკვნითი ნაწილის გადაღებები იწყება