მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი პოლიციამ კანცელარიის ტერიტორიიდან გაიყვანა. როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, გიორგი თაბაგარი არ არის დაკავებული, მოხდა მისი ტერიტორიიდან გაყვანა.
გიორგი თაბაგარის თქმით, ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ სად დგას ქვეყნის ხელისუფლება. თაბაგარმა “თბილისი პრაიდის” აქციის ჩაშლა, ადგილზე გურამ ფალავანდიშვილის, ლევან ვასაძის და მათი სხვა მოწინააღდეგეების მისვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფოებრიობის კრახია.
“ეს მორიგი კრახია სახელმწიფოსი და სახელმწიფოებრიობის, როცა მოძალადე ჯგუფები ახერხებენ ჩვენზე გამარჯვებას და სახელმწიფოზე გამარჯვებას, თქვენ ხედავთ რომ მოძალადე ჯგუფები პარპაშობენ,”-აცხადებს გიორგი თაბაგარი.
მთავრობის ადმინისტრაციასთან პარალელურად ორი აქცია იმართება.თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და ლგბტ პირებს აქციის დაწყებამდე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები დახვდნენ.
ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ ხვალ მათი სამოქმედო გეგმა გახდება ცნობილი
„თბილისი პრაიდის“ აქციამდე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.
პრაიდის“ წარმომადგენლები თავისუფალი თეატრის მხარეს იმყოფებიან და კონტრ აქციის წარმომადგენლებს მოუწოდებენ – „არა ძალადობისკენ“.
აქციის სახელად “სახელმწიფო სად ხარ?” მიზანი იყო მთავრობის წარმომადგენლებისგან პასუხების მიღება. ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მთავრობის კანცელარიასთან დარჩებოდნენ, ვიდრე მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე საჯაროდ არ გააკეთებდნენ თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას.