LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგი ექსპერიმენტი: SpaceX-ის მარსის ხომალდის პროტოტიპი აფეთქდა, თუმცა გაშვებას წარმატებული უწოდეს

105
RR

კოსმოსური ხომალდების მწარმოებელმა კომპანია SpaceX-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი განახორციელა.

მართალია, დაშვების შემდეგ ხომალდი აფეთქდა, თუმცა საცდელ გაშვებას მაინც წარმატებული უწოდეს.

გაშვება ტეხასში, საცდელი ობიექტების ტერიტორიაზე განხორციელდა. 160 მეტრის ექსპერიმენტული ხომალდი 8 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა და როგორც გათვალისწინებული იყო – უკანვე დაეშვა, თუმცა ცეცხლის ალში გაეხვა.

ბორტზე არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოგვიანებით, SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა თქვა, რომ ავარიული დაშვება საწვავის სისტემის გაუმართაობას უკავშირდება, თუმცა შედეგი მაინც პოზიტიურია.

მასკი იმედს გამოთქვამს, რომ ელემენტების დახვეწის შემდეგ, მალე განხორციელდება წარმატებული საცდელი ფრენა, ამის შემდეგ კი შეიქმნება ისეთი ხომალდი, რომლის საშუალებითაც პირველი ადამიანი მარსზეც დადგამს ფეხს.

ილონ მასკი მარსზე დედამიწელების კოლონიის დაარსებას აპირებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები