პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდები ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილისგან მანდატების დატოვებას და პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
ისინი აცხადებენ, რომ უკვე მეხუთე დღეა, მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
“საქართველოს წურბელები ახალ-ახალ პროვოკაციებს აწყობენ” – კუხიანიძე ელენე ხოშტარიას მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებას ავრცელებს
შეგახსენებთ, 18 თებერვალს ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა რამდენიმე წუთით შეაწყვეტინა.
ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მაშინ, როდესაც თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენდა, საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. თალაკვაძე ამ დროს რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.
“ქალის სახე აქვს დაკარგული! ქალი არის კდემამოსილი!” – გორის საკრებულოს თავმჯდომარე ელენე ხოშტარიაზე