LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მორბენალ, გაოფლიანებულ და აქოშინებულ ბავშვს თუ გაუზომავ ტემპერატურას, ის 3-4 ხაზით შეიძლება მაღალი იყოს“ – ინგა მამუჩიშვილი სკოლის მოსწავლეებზე

151
ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში სკოლის მოსწავლეების შესახებ წერს, რომლებსაც ხშირად სახლში იმის გამო უშვებენ, რომ მათ დაბალი ტემპერატურა უფიქსირდებათ. არადა ეს შესაძლოა არასწორად გაზომილი ტემპერატურის ბრალი იყოს:

„ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, მომწონს ძალიან სკოლის ექიმის ინსტიტუტი და მივესალმები, მაგრამ ყველა ექიმმა უნდა იცოდეს, რომ სკოლაში ქურთუკით და ქუდით შევარდნილ, მორბენალ, გაოფლიანებულ და აქოშინებულ ბავშვს თუ გაუზომავ ტემპერატურას, ის 3-4 ხაზით შეიძლება მაღალი იყოს, ბავშვმა უნდა გაიხადოს, დაისვენოს 10-15 წუთი და შემდეგ მოხდეს ტემპერატურის გადაკონტროლება, არ არის მართებული, როდესაც ბავშვს, რომელსაც არანაირი რესპირატორული კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნება,უშვებ სახლში 37.2 გრადუსი ტემპერატურის გამო (რომელიც ისედაც ნორმალურ ტემპერატურად ითვლება, მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში გაზომილი) და არ აძლევ უფლებას დაესწროს გაკვეთილებს… მეტი დაფიქრება ხომ არ გმართებთ, ან ხომ არ დადგა დრო აიმაღლოთ კვალიფიკაცია??? დასაფიქრებელია ნამდვილად“ – წერს ინგა მამუჩიშვილი.

„ნუ მისცემთ ბავშვებს ვიტამინებს და სხვა დანამატებს მადის გაძლიერების მიზნით“ – ინგა მამუჩიშვილი

„ნუ აკეთებთ ლაბორატორიულ კვლევებს წელიწადში 4-5 ჯერ!!!! ნუ სტრესავთ ბავშვებს!!!“ – ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

„არ მისცეთ ბავშვებს ხველისას შაქრის შემცველი სუსპენზიები, მიეცით საშუალება თვითონ ამოახველოს“ – ინგა მამუჩიშვილი ნარჩენ ხველაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები