Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი განაჩენის მოლოდინში-რას გადაწყვეტს სასამართლო – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი განაჩენის მოლოდინში-რას გადაწყვეტს სასამართლო

723
kvirika

დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.

დასკვნითი პროცესი 6 დღის წინ გაიმართა, სადაც მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წაიკითხეს. სხდომაზე პროკურორმა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ დარღვევებზე ისაუბრა.  პროკურორ ვალერი კუჭუხიძე განმარტავს, რომ პირველად დაკითხვაზე ღია ფერის ავტომობილზე პოლიციას ჩვენება არავინ მისცა. მისივე თქმით, ექსპერტების მიერ დასკვნები არასათანადოდაა შესრულებული.

ბრალდების მხარის არგუმენტებს არ იზიარებს დაცვის მხარე. კვირიკაშვილის ადვოკატის ნუგზარ კვინიკაძის თქმით, არსებობს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ მორაგბის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობდა ღია ფერის ავტომობილი.

საქმე ეხება ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები