კოვიდსტატუსის დადგენის მიზნით, შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია, ე.წ. Covid pass-ის აპლიკაცია, რომელიც QR კოდის წამკითხველით მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას ახდენს. აღნიშნულის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა და იმ ინფორმაციაზე ისაუბრა, რონმელსაც აპლიკაცია მოიცავს.
როგორც ფერაძემ განმარტა, აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით აბსოლუტურად გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების სრული დაცვა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ახდენს დადასტურებას, რომ მისი ინფორმაციის დამუშავებას ეთანხმება.
კოვიდსტატუსის დადგენის იზნით შემუშავებული აპლიკაცია მოიცავს:
? ბოლო 72 საათში პისიარ ტესტის უარყოფით პასუხს;
? მასში ასახული იქნება სწრაფი ტექსტის უარყოფითი პასუხი 24 საათის განმავლბაში;
? იქნება ინფორმაცია კოვიდვაქცინით სრულად ან ერთი დოზით აცრის შესახებ;
? დაფიქსირებული იქნება აქვს თუ არა პირს ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი კოვიდ-19.
როგორც ფერაძემ განაცხადა, აპლიკაციასთან დაკავშირებით იწყება აქტიური შეხვედრები ბიზნესსექტორთან და უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრები, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობენ, თუ როგორ უნდა მოიხმარონ აპლიკაცია და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს მას.