LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეებს შესაძლოა ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა აეკრძალოთ

421
Commuter-Business-People-Citysca

მოქალაქეებს, რომლებიც ერთზე მეტ ადგილას არიან დასაქმებულები, მათ მომავალში სახელმწიფომ ეს უფლება შესაძლოა კანონის ძალით წაართვას.

“აკრძალულია ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება თუ დასაქმებულის მიერ მეორე და/ან შემდეგი სრული და/ან არასრული სამუშაო განაკვეთის შესრულებით (შეთავსებით) ჯამურად ირღვევა V თავით დადგენილი სამუშაო დროის სტანდარტი”, – ნათქვამია შრომის კოდექსის პროექტში.

“ქართული ოცნების” წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს.

რაც შეეხება მე-5 თავს, სახელმწიფო დღეში 8-საათიან სამუშაო გრაფიკს ადგენს. კვირაში კი 40 სამუშაო საათს. იმისთვის, რათა მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში შეეძლოს მუშაობა, მისი პირველი სამუშაოს შესრულებით, დროის ლიმიტი არ უნდა იყოს შევსებული.

“დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს.” ხოლო, შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.“

როგორც ცნობილია, შრომის კოდექსის მეხუთე თავი კიდევ სხვა შეზღუდვებსაც აწესებს, მაგალითად, თუ “სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს და არა უმეტეს 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 45 წუთი. თუ სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღემატება 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.”

წინა კანონთან შედარებით, ახალი კანონპროექტი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე უფრო მკაცრ მოთხოვნებს აწესებს.

ცვლილებამ შესაძლოა, ათასობით ადამიანს დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, შეთავსებადი სამუშაოს შესრულება აუკრძალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები