LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეებს საყოველთაო დაზღვევით მომსახურების უმეტეს წილზე უფასო მომსახურება აქვთ: დარღვევების შემთხვევაში მიმართეთ ცხელ ხაზს

71
ტიკარა

მოქალაქეებს საყოველთაო დაზღვევით მომსახურების უმეტეს წილზე უფასო მომსახურება აქვთ. ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

”თუ არ გავითვალისწინებთ დადგენილებებს, სადაც თანაგადახდა არის, 10, 20 და 30 პროცენტი და თუ, სხვა შემთხვევებზეც დაფიქსირდა კლინიკების მხრიდან გადახდის მოთხოვნა, რა თქმა უნდა მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ 1505 – ზე ზარი დააფიქსირონ და შესაბამისად გვექნება რეაგირება, როგორც რეგულირების სააგენტოდან ასევე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან, რომელიც კლინიკებში უზრუნველყობს ფინანსურ ანაზღაურებას”. – აღნიშნა მან.

რაც შეეხება საწოლფონდს, ტიკარაძემ განმარტა რომ მონაცემები ყოველდღიურად ცვალებადია. ” შაბათ-კვირას ეს კომპონენტი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. ხოლო, კვირის მანძილზე ინტენსივობა არის 800- დან 1000 პაციენტამდე  და სტაბილიზაციის შემდეგ  მათი გაწერა ხდება სასტუმროში”.

მისი თქმით,” ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა რგოლი და ინსტრუმენტი ჩართულია, რომ პაციენტებს ვისაც სტაციონარში განთავსება ესაჭიროება, სტაციონარიზაცია მაქსიმალურად და დროულად მოხდეს”. ტიკარაძის განმართებით, ხარვეზები არის ნორმის ფარგლებში, რადგან ამ პრობლემას აწყდება არამხოლოდ საქართველო არამედ, სხვა ქვეყნებიც.