LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეებს მანდატი ვიღაცისთვის იმიტომ არ მიუცია, რომ მარტო ციხეში სასიარულოდ გამოიყენოს: ლევან იოსელიანი

48
1630570322-publika-ge-levanioseliani

„მოქალაქეებს მანდატი ვიღაცისთვის იმიტომ არ მიუცია, რომ მარტო ციხეში სასიარულოდ გამოიყენოს,“ – ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც დეპუტატების მიერ მანდატების დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ლევან იოსელიანის აზრით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მივიღებთ, იქნება 2 პარტია და ისეთ სამოქალაქო დაპირისპირებას მივიღებთ, რაც დღეს გვაქვს, „მონაგონი იქნება.“

„იმედია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეყოფა პასუხისმგებლობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის საჭირო რაოდენობის დეპუტატები შეინარჩუნოს პარლამენტში. მანდატი არის იმისთვის, რომ იზრუნო პრობლემებზე, რაც ხალხს აწუხებს, ეს არის მანდატის პირველადი დანიშნულება და მერე შეიძლება თუ ვიღაცის ნახვა გინდა, მიხვიდე და მოინახულო.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეყოფა იმხელა პასუხისმგებლობა, რომ პარლამენტის წევრების ის რაოდენობა შეინარჩუნოს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებადაა საჭირო,“- თქვა დეპუტატმა.

იოსელიანის თქმით, ეს არის ცვლილებები, რომელიც რომელიმე პარტიას კი არა, ამ ქვეყნის პლურალისტურ გარემოს და დემოკრატიას, მრავალპარტიულ პარლამენტს, სამომავლოდ სჭირდება.

„თუ ეს ცვლილებები არ განხორციელდება, ამ პარლამენტში იქნება ორი პარტია და რაც დღეს სამოქალაქო დაპირისპირებაა, ეს იქნება მონაგონი და სანატრელი ისეთ დაპირისპირებას მივიღებთ საბოლოოდ,“- განაცხადა იოსელიანმა.

მანდატს მხოლოდ პატიმარი ლიდერის მონახულების საშუალებად განიხილავენ – ბაქი-ბუქია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია დამარცხდა: სარჯველაძე