LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოქალაქეებს ახალ დემოკრატიულ არჩევნებს შევთავაზებთ” – რა წერია ურთიერთგაგების მემორანდუმში

104
BeFunky-collage (1)

დღეს მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, პარტიები თანხმდებიან, რომ მხარს უჭერენ ცვლილებებს კონსტიტუციაში, რომელიც საარჩევნო მოდელს განსაზღვრავს.

120/30 – ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება შედგა

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო წელს ისეთი არაფერი მოხდება, რაც ხელახალ განხილვებს წარმოშობს.

“პირველ რიგში, მოიგო ჩვენმა ქვეყანამ, მოიგო ჩვენმა საზოგადოებამ და რაც მთავარია, ხელისუფლებამ. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ჩვენს მოქალაქეებს და საერთაშორისო თანამეგობრობას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი და დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის უპირველესი პრიორიტეტი არის დემოკრატიის გაძლიერება და საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული არჩევნების შეთავაზება. ასევე, ზრუნვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე”- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დიპლომატიური კორპუსი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სიტემაზე მიღწეულ მემორანდუმს აქვეყნებს.

გაგაცნობთ მემორანდუმის შინაარსს :

“დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში ცვლილებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შემდეგ მოდელს განსაზღვრავს.

1. საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციული არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შეადგენს 1%-ს.

2. ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს მთლიანი საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა. მანდატების პროპორციული განაწილების წასახალისებლად, დამატებითი ჩამკეტი მექანიზმები და შეზღუდვები დადგინდება საარჩევნო კანონმდებლობით.

3. 30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად. ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქების გადახრა მათი საერთო საშუალო მაჩვენებლიდან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოლქების საქართველოს რეგიონების ფარგლებში ფორმირებას, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. საარჩევნო ოლქების განსაზღვრის ზემოაღნიშნული წესებიდან შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს სამი გამონაკლისისა უმცირესობათა და მაღალმთიანი მოსახლეობის წარმომადგენლობის წასახალისებლად ან უნიკალური გეოგრაფიული საჭიროებების გასათვალისწინებლად.

4. საპარლამენტო უმრავლესობა საჯაროდ წარმოადგენს საარჩევნო ოლქების განაწილების თაობაზე მის წინადადებას საკონსტიტუციო ცვლილების პარლამენტში ინიცირებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

5.2020 დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის,” – აღნიშნულია მემორანდუმში.

შესაძლებელია 2020-ში უმრავლესობით მოვიდეთ, თუმცა არ არის აუცილებელი - ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილის თქმით, ისინი ითანამშრომლებენ ყველა პარტიასთან, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა."