LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოქალაქეების” ინიციატივას, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილების მართვაზე სანქციების გამკაცრების შესახებ, “ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს

58
1

არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილების მართვაზე პასუხისმგებლობისა და სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით “მოქალაქეების” ინიციატივას, “ქართული ოცნება” მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა:

“ეს არის ინიციატივა, რომელსაც მხარი უნდა დავუჭიროთ. არ შეიძლება ინიციატივა, რომელიც კარგ მიზანს ემსახურება, მხარდაჭერილი არ იყოს.” – აღნიშნა მდინარაძემ.

თავად ინიციატივის ავტორმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული ზომები, რომელიც ტრაგედიებს შეამცირებს და არსებულ სტატისტიკას მინიმუმადე დაიყვანს. მან დღესვე პარლამენტის წევრებს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დასახიჩრებულთა სტატისტიკა გააცნო:

“აუცილებლად უნდა მივიღოთ ზომები, რომელიც ასეთ ტრაგედიებს აგვაცილებს და არსებულ სტატისტიკას მინიმუმადე დაიყვანს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ნასვამი მძღოლებისათვის განმეორებით შემთხვევაში სანქცია უნდა გამკაცრდეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შემოვიდეს. იმ გადასახადთან ერთად, რაც დღეს არის დაწესებული, პასუხისმგებლობის ზომად ადმინისტრაციული პატიმრობაც უნდა იყოს. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მძღოლების მორჩილებას კანონის მიმართ მხოლოდ თანხის გადახდა ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ უნდა ავირჩიოთ გზა, რაც მთელმა ცივილურმა სამყარომ აირჩია.” – თქვა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, “ადმინისტრაციულ სამართლადღვევათა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.

რას ითვალისწინებს ინიციატივა, ვრცლად წაიკითხავთ აქ ➥  “მოქალაქეები” ითხოვენ, ალკოჰოლური სიმთვრალისთვის, მართვის უფლება 6 თვის ნაცვლად, 1 წლით შეჩერდეს