ამ წუთებში მეტრო „რუსთაველთან“ შშმ პირთა აქცია სლოგანით “სოლიდარობა გვაძლიერებს”მიმდინარეობს. ისინი აპროტესტებენ ისნის მეტროში მომხდარ შემთხვევას, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შშმ პირზე, არასრულწლოვანზე იძალადა.
„გაგვიმართლა“ რომ აშკარა ვიდეოჩანაწერი არსებობდა - დაუსჯელობის სინდრომი და ხელის დაფარების პოლიტიკა ახალისებს ამგვარ შემთხვევებს: უფლებადამცველი პოლიციელის მიერ არასრულწლოვანი შშმ პირის ცემაზე
გოგა ხატიაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან საქმის გამოძიების იმედი აქვს.
როგორც აქციაზე მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, ისინი ითხოვენ დამნაშავე პოლიციელების სათანადოდ დასჯას. ამავდროულად მიმართავენ ხელისუფლებას, რომ შეიქმნას შესაბამისი კანონი, რითაც მათი უფლებების დაცვა იქნება უზრუნველყოფილი.
აქციას შეურთდნენ პოლიტიკური პარტიები “დროა” და “ხალხისთვის”. აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გამართონ.