LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეები “სითი პარკის” გადაუხდელი ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

178
20161112150042274312312-e1510311193616

“სითი პარკის ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან პრობლემად მოქალაქეებისათვის, რისგანაც სრულად გათავისუფლდებიან”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას განაცხადა.

აღნიშნული კანონპროექტი მოქალაქეების იმ ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებიც 2018 წლის 10 აპრილამდე ანუ კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტამდე დაეკისრათ.

“ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისაგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება. ამ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, რასაც საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს და ამ იდეისადმი მხარდაჭერა გამოიხატება სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ ათასობით მოქალაქეს გაუნულდება ხსენებული დავალიანება”, – აცხადებს ზაზა გაბუნია

ზაზა გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები