საქართველოში „საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის, რის საფუძველზეც მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია 2022 წლიდან სავალდებულო ხდება, – ცვლილებებზე დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უკვე იმსჯელეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 1 მარტიდან, მანამდე კი ნებაყოფლობითი იქნება.