LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონური პირობები: პრეზიდენტის ქალიშვილის ბიზნეს დარღვევები

47

ივანკა ტრამპის ბიზნესი სერიოზულ დარღვევებში ამხილეს. პრეზიდენტის ქალიშვილის საქმიანობაში ჩარევა არასამთავრობო კომპანია China Labor Watch-მა გაბედა. გადაუმოწმებელი წყაროს ინფორმაციით, ის ჩინური კომპანიები, რომელთა სამოსსაც ივანკა ყიდის, დასაქმებულებს მონურ პირობებში ამყოფებს. მკერავები საკმაოდ ხანგრძლივ სმენებში მუშაობენ და მათი ხელფასი საათში დოლარზე ნაკლებია. ორგანიზაცია ამჟამად ორ ქარხანაში არსებულ სიტუაციას იძიებს და იქ არსებული მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. აღსანიშნავია, რომ თავად ივანკა ტრამპს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი ჯერ კიდევ 27 აპრილს მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები