ჟურნალისტი შორენა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ფოთში პრემიერმინისტ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის გამო, ქალაქს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებს და სპორტსკოლის მოსწავლეებს იძულებით ასუფთავებინებენ.
შორენა მირცხულავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“დურუ” იგივე ზაზა ვადაქარია, ფოთის მერიის ახალშექმნილი აიპის “სერვისების ცენტრის” დირექტორი, ქალაქის ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებს (რომლებთაც საკმაოდ დაბალი ანაზღაურების მიუხედავად ძალიან ბევრი დატვირთვა აქვთ ფუნქციონალურად, ქუჩების დაგვა კი ნამდვილად არაა ამ ჩამონათვალში) სამუშაო საათებში, ასევე სპორტსკოლების მოსწავლეებს, იძულებით ასუფთავებინებს 22 თებერვალს პრემიერ მინისტრის ვიზიტისთვის იმ ქუჩებს სადაც კვირიკაშვილმა უნდა ჩაიაროს.
ეს არის ადამიანების მონური ექსპლუატაცია, დურუს მიერ! “სერვისების ცენტრის” დაქვემდებარებაშია დასუფთავების სამსახურიც, სადაც 100_ზე მეტი ადამიანია უშუალოდ დაგვა_დასუფთავება_გატანაზე დასაქმებული, მათ ფუნქციებში ისედაც შედის ქალაქის დასუფთავება.
ამჟამინდელი მერის წინამორბედის ირაკლი კაკულიას მერობისას, შაბათობით ხშირად ტარდებოდა ფოთში დასუფთავების აქციები, რომელშიც მერიის ყველა სამსახურები იყვნენ ჩართულნი, მათ შორის თვითონ მერიც და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ამიტომ დაჩაგრულ_იძულებულად თავს არავინ არ გრძნობდა, პირიქით სახალისოც იყო. იმედია აწი გაითვალისწინებს “დურუ” ჩემს რეკომენდაციას: მსგავსი მნიშვნელოვანი ვიზიტების დროს, საკუთარ ცოლს, ფოთის მერიის პიარის თანამშრომელს, საგანგებოდ და “პობლატუ” პირველრანგ მინიჭებულ სოფო მაჭავარიანს დააკავე ცოცხი და აგვევინე ქუჩები, მერის პიარად მაინც არ გამოდგება, ანტიპიარი უკეთ გამოსდის. “ნორჩი ლენინელობის” პერიოდიდან რომ ვერ გამოიყვანე, ამიტომ სიტყვა “ნორჩის” მერიის ოფიციალურ გვერდზე ტექსტებში ტრიალის ნაცვლად ცოცხი ატრიალებინე და ქალაქის მტვერი ჩააყლაპე ცოტა არ აწყენს! ჩემი აზრით სპორტსმენი ბავშვების ფილტვები უფრო მოსაფრთხილებელია ვიდრე დურუს და მისი ცოლის! ”
https://www.facebook.com/shorenam1/posts/2114617988556331