LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონოლითების მბრძანებელი -კოლუმბიაში მისტიკური ოქროს მონოლითი გამოჩნდა

160
monolitnews

კოლუმბიაში მისტიური ოქროს მონოლითი გამოჩნდა. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ უცნაური, ოქროსფერი მონოლითი შესაძლოა აკონტროლებს სხვა მსგავს სტრუქტურებს, რომლებიც აშშ-ში, რუმინეთში, ნიდერლანდებში და უაიტის კუნძულზე აღმოაჩინეს.

ოქროსფერი მონოლითი დანარჩენებისაგან ფერით განსხვავდება, ამიტომ კოლუმბიელებს გაუჩნდათ კითხვა, ხომ არ აკონტროლებს ის ყველა დანარჩენს?

პირველი მისტიური მონოლითი აშშ-ის შტატ იუტაში ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა, რის შემდეგაც მსგავსი ფიგურები შენიშნეს კალიფორნიაში, რუმინეთსა და უაიტის კუნძულზე. ყველა მათგანი ვერცხლის და მეტალის ფერია, სწორედ ამიტომაც კოლუმბიური ოქროსფერი ობელისკი ადგილობრივებმა ცნობილ ბეჭდების მბრძანებელს შეადარეს და ივარაუდეს, რომ იგი განსხვავებული, მთავარი მონოლითია.

ოქროს მონოლითის პარალელურად, კიდევ ერთი, ვერცხლისფერი ობელისკი იპოვეს ამჯერად ჰოლანდიაში. მის გარშემო ვერანაირი კვალის აღმოჩენა ვერ შეძლეს, მათ შორის ვერც ნაფეხურების. შესაბამისად უცნობია, როგორ აღმოჩნდა ის იმ ადგილას, სადაც გამვლელებმა დააფიქსირეს.

მედიაში უკვე გაჟღერდა იმ ადამიანების მოსაზრებები,რომლებიც მისტიურ მონოლითებს უცხოპლანეტელებს უკავშირებენ, თუმცა ამერიკელი ხელოვანის, მეტი მოს განცხადებამ მათ იმედებს ინტელექტუალური არამიწიერი არსებების სტუმრობასთან დაკავშირებით ცივი წყალი გადაასხა. საზოგადოება “ყველაზე ცნობილი ხელოვანის” დამფუძნებლის თქმით, მონოლითები ხელოვანთა ამ ჯგუფის წევრების შექმნილია, მსურველებს კი მათი შეძენაც შეუძლიათ. ერთი ობელისკის ღირებულება 45 000 აშშ დოლარია.

“ამ უცნაური წლის დასასრულს ასე ვიხუმრეთ. ხალხს მაშინვე უცხოპლანეტელებზე გაეფიქრა, თუმცა ეს ჩვენ ვიყავით” – განაცხადა მეტი მომ. საზოგადოების “ინსტაგრამის” გვერდზე რამდენიმე ფოტო და ვიდეო გავრცელდა, რომლებშიც მონოლითების იმ ადგილებზე განთავსებაა ასახული, სადაც მოგვიანებით ისინი იპოვეს. მოს თქმით, უახლოეს ხანებში ის უფრო მეტ ფოტოს და ვიდეოს გაასაჯაროებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები