მონიკა ბელუჩი ჟურნალ GQ-ს თებერვლის ნომრის მთავარი გმირი გახდა. 52 წლის ლამაზმანმა მონაწილეობა სკანდალური ტერი რიჩარდსონის ფოტოსესიაში მიიღო, რომელიც საკმაოდ პროვოკაციული გამოვიდა.
გადაღებისთვის ბელუჩიმ „გუჩის“ ნახევრად გამჭვირვალე და Alberta Аerretti-ის ტოპ-ბიუსტი მოირგო. რეზულტატი მან „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.
„როდესაც ახალგაზრდა ხარ, არაფრის კეთება არ არის საჭირო, ისედაც ლამაზი ხარ. ხოლო ასაკში შესვლის შემდეგ, შინაგანად ვიცვლებით, რაც სხვანაირად მიმზიდველს გვხდის. ჩვენ ვიგებთ, რომ ბედნიერება და ჰარმონია მოდის შიგნიდან და ის ვიზუალზე მნიშვნელოვანია. შესაძლოა, არ გვაქვს იმდენი ენერგია, მაგრამ თავს უფრო სრულყოფილად ვგრძნობთ“ – განაცხადა მსახიობმა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში.