LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ – ადვოკატი

118
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2022-11-27T201851.093

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, მონაზვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურების და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ორი პირიდან ბრალს არც ერთი აღიარებს.

ისინი ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივმა ადვოკატმა გიგა ჯეირანაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებულები სასამართლოზე დუმილის უფლებას გამოიყენებენ.

დაკავებულებმა ადვოკატს განუცხადეს, რომ „მონასტერში საერთოდ არ ყოფილან“.

ადვოკატის თქმით, ხვალ, სავარაუდოდ, ხაშურის რაიონულ სასამართლოში სხდომა გაიმართება, სადაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ცნობისთვის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს, ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარედგინა – პროკურატურა

შსს: ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე 27 და 39 წლის მამაკაცები დავაკავეთ

„ჩემი შვილი ამას არ იზამდა, ჩემი შვილი არ გალახავდა არავის, ის მეორე არ ვიცი“ – რას ამბობენ მონაზონზე თავდასხმისთვის დაკავებულთა ოჯახის წევრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები