LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაკოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა უფასო გახდეს

48
bus-monaco

ქვეყნის ნაციონალურ საბჭოს სურს, რომ ავტობუსით გადაადგილება უფასო გახადოს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ინიციატივას 2022 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დატესტავენ. ეს პროექტი მოსახლეობის მობილობას გაზრდის და ტრანსპორტის უფრო ეკოლოგიურ სახეობებს უფრო პოპულარულს გახდის.

გარდა ამისა, წელს გარკვეული ცვლილებები შევა მოქალაქეობის მიღების კანონშიც. 30 ივნისიდან საჭირო საბუთების ნუსხას დაემატება ქორწინების მოწმობა, რომელიც ადასტურებს რომ მოქალაქეობის მიღების მსურველმა მონაკოელთან ქორწინებაში 20 წელი მაინც გაატარა. მანამდე კი მოთხოვნა მხოლოდ 10 წელი იყო.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 2022 წლიდან ბულინგს კიდევ უფრო მკაცრად დაუპირისპირდეს. ახალი სასწავლო წლიდან სკოლის ტერიტორიაზე ჩაგვრა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და მოძალადეები უმკაცრესად დაისჯებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები