მონაკოში, EVER (Ecologic Vehicles – Renewable Energies) გამოფენის ფარგლებში, პირველი უკრაინული ელექტრომობილის კონცეპტუალური ვერსიის დებიუტი შედგა. ავტომობილი Synchronous-ის სახელით გამოჩნდა.
ელექტრომობილის დამზადებაზე კომპანია Electric Marathon International მუშაობდა. როგორც ავტომობილის შემქმნელები ამბობენ, ახალ ელექტროქარს შეუძლია ჩაანაცვლოს ტაქსები, სასტუმროს მომსახურე და სხვა სატრანსპორტო საშუალებები.
Synchronous ამძრაობაში ელექტრო ძრავის დახმარებით მოდის და წინაწამყვანთვლიანია. ძრავი ენერგიას ლითიუმისა და იონისგან დამზადებული აკუმულიატორებიდან იღებს, სრულად დამუხტული ავტომობილი 130-დან 160 კმ მანძილს ფარავს.
ელექტროქარის გაბარიტები 4490 მილიმეტრის ტოლია, სიგანე 2100 მილიმეტრი, ხოლო სიმაღლე 2200 მილიმეტრს შეადგენს. შასი კომპოზიტური მასალისგან დამზადდა, თუმცა კონკრეტულად რა მასალაზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია.
მძღოლის კაბინა მგზავრების კაბინისგან დამოუკიდებლად მდებარეობს, ინტერიერში კი გამოყენებულია ნატურალური ხე და ტყავი.
როდის ჩაეშვება გაყიდვაში Synchronous ჯერჯერობით უცნობია. თუმცა უკრაინულმა ელექტრომობილმა, უკვე დიდი ყურადღება მიიპყრო.