ამ ზაფხულს მონაკოს მთავრობა და ტურიზმის სამსახური ისევ ატარებენ ოპერაციას „მონაკოს სუფთა პლაჟი”. მონაკოს პლაჟებზე სპეციალური ადგილები გაჩნდა, სადაც ფერად-ფერადი საფერფლეებია მოთავსებული. დამსვენებლებისთვის მათი გამოყენება უფასოა. საფერფლეებს კონუსური ფორმა აქვთ და მონაკოს სამთავროს ფერებშია გადაწყვეტილი, მათი გამოყენება განმეორებითაც შეიძლება.
როგორც გამოცემა Nice Matin წერს, სულ ამ ზაფხულს მონაკოს პლაჟებზე 11 400 საფერფლე იქნება „მიმოქცევაში”. მათგან 6 400-ს კონუსური ფორმა აქვს, კიდევ 5 000 კი ჯიბის ვარიანტშია წარმოდგენილი. ოპერაციის მიზანია პლაჟის ნამწვავებისგან გათავისუფლება და პლაჟის გასუფთავება.