LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაკო: პატარა სამოთხე ხმელთაშუა ზღვაზე

101

მსხვილი ევროპული სახელმწიფოების გვერდით, რომლებიც დიდი ხნის წინ შეისწავლეს მოგზაურებმა, მინიატურული ქვეყნებიც იწონებნ თავს, რომელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ მონაკოა.

მონაკოს სამთავრო

საფრანგეთის მოსაზღვრე ჯუჯა სახელმწიფოა, რომელიც ყველაზე პატარა, თუმცა მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნად ითვლება მსოფლიოში. სახელი პატარა სამოთხემ და მისმა დედაქალაქმა ძველბერძნული ენიდან მიიღო, რადგან სიტყვა „მონაკო“ – „განდეგილს“ ნიშნავს.

ოპერის თეატრი

ცნობილი ოპერა, რომელიც ხშირად მასპინძლობს მსოფლიო ვარსკვლავებს, რეკორდულ დროში, სულ რაღაც ნახევარ წელიწადში აშენდა და 1879 წელს გაიხსნა.

შეიარაღებული ძალები

საოცარია, მაგრამ მონაკოს არმიაში სულ რაღაც 82 ჯარისკაცი მსახურობს, მაშინ როცა, სამხედრო ორკესტრი 85 მუსიკოსს აერთიანებს. სხვათაშორის, საპატიო ყარაული სამთავრო სასახლესთან ყოველ დილას, ზუსტად 11 საათსა და 55 წუთზე იცვლება.

სამორინე „მონტე-კარლო“

სამორინე „მონტე-კარლო“ – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამორინეა მსოფლიოში, რომელიც 1865 წელს გაიხსნა და სასტუმროს, რესტორნის, სამორინეს სამი შენობა გააერთიანა, მოედანი მის წინ კი, დიდი ხანია იქცა იშვიათი ავტომობილების საგამოფენო დარბაზად ღია ცის ქვეშ, რადგან აზარტული თამაშის მოყვარულები მხოლოდ მდიდრული – რარიტეტული ან სპორტული ავტომობილებით სტუმრობენ სამორინეს. სხვათაშორის, მულტფილმის „მადაგასკარი 3“ პერსონაჟები სწორედ მონაკოში ეძებენ მეგობარ პინგვინებს, რომელთაც მონტე-კარლოს სამორინეში გადაწყვიტეს გართობა.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები