LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომხმარებლებს საშუალება ექნებათ არჩევანი გააკეთონ ფასთა კატეგორიას შორის“ – 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა ამოქმედდება: ირაკლი მარგველაშვილი

175
Capture111111111111

11 აპრილიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა ამოქმედდება, რომლითაც ექიმს აღარ შეეძლება პაციენტს მიუთითოს, კონკრეტულად რომელი სავაჭრო დასახელებით იყიდოს წამალი.

კონკრეტული სავაჭრო დასახელებით წამლის გამოწერა საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკაა – არის შემთხვევები, როცა ამის სანაცვლოდ ექიმები მწარმოებელი ან სააფთიაქო ქსელებიდან დამატებით ანაზღაურებასაც კი იღებენ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემის ამოქმედების შემდგომ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ არჩევანი გააკეთონ ფასთა კატეგორიას შორის.

ის ასევე განმარტავს, რომ თურქეთიდან ჩამოსული მედიკამენტების დეფიციტი მოსალოდნელი არ არის და ამის მოლოდინი ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ.

11 აპრილიდან საპილოტე რეჟიმში შემოდის რეგულაცია. მედიკამენტი, გამოწერილი იქნება მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით და მხოლოდ საერთაშორისო, ანუ ჯენერიკული დასახელებით.

ეს ეხება მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომელთა შეძენაც და მოხმარებაც შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ასეთი მედიკამენტი საქართველოში დაახლოებით 6000-ია და ამ მედიკამენტების დაახლოებით 80%-ი ხვდება იმ სიაში, რომელიც სააფთიაქო ქსელმა უნდა შესთავაზოს მომხმარებელს, როცა ის მიდის აფთიაქში რეცეპტით.

რა იცვლება: 

მივდივართ აფთიაქში და გვაქვს რეცეპტი, რომელიც ელექტრონულად არის გადაგზავნილი, ამ აფთიაქის თანამშრომელმა უნდა შესთავაზოს აღნიშნული აქტიური ნივთიერებებით დანიშნული ჯენერიკული დასახელების მქონე, 3 ყველაზე დაბალფასიანი პრეპარატი, რომელიც მათ აქვთ საწყობით. თუმცა, ადამიანი რომელიც შედის აფთიაქში, მას სრული უფლება აქვს მოითხოვოს ის მედიკამენტი, რომელზეც მას ექიმმა რეკომენდაცია მისცა. შეიძლება ის კონკრეტული მედიკამენტი რეცეპტში ჩაწერილი არ იყოს.

ცვლილება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს არჩევანის საშუალებას ფასთა კატეგორიას შორის.

ის მოწოდების გზები, რომლებიც ფარმაცევტულმა კომპანიებმა უნდა ააშენონ და რაღაცნაირად დაარეგულირონ თურქეთიდან, ესენი არიან ჩამოყალიბების პროცესში. ის მოლოდინი, რომ ყველა აფთიაქში იქნება თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტი გაცილებით დაბალ ფასად, ეს ამ ეტაპზე ვერ იქნება, რადგან ამ რაოდენობით მედიკამენტები მაინც ვერ შემოვა, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ წამლების მომარაგებაა საჭირო.

მედიკამენტების დეფიციტი მოსალოდნელი საერთოდ არ არის. პროცესი მიდის წინ, გარკვეულმა კომპანიებმა უკვე ფასები დასწიეს პირდაპირ მოწოდბაზეც.

​მოლოდინი იმისა, რომ მედიკამენტებზე რაიმე დეფიციტი იქნება არავის არ უნდა ჰქონდეს“, – აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.