LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხმარებლებს, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან დაკავშირებით გაქვთ პრეტენზია, გთხოვთ, მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით – თელასი

207
publika.ge-telasitbilisi-4

კომპანია „თელასი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ თუ მომხმარებლებს მრიცხველის ჩვენებასთან, მოხმარებულ კილოვატ საათებთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ, კომპანია „თელასს“ შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ.

„თქვენი განცხადება უმოკლეს ვადებში იქნება განხილული. იმ შემთხვევაში თუ მონაცემების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ტექნიკური მიზეზით გამოწვეული უზუსტობა, აღნიშნული დაუყოვნებლივ გასწორდება და ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება.

მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია: „თელასი“-ს ვებგვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) და facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს თელასი – ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ელექტრონული ფოსტით [email protected] ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99)“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეიდან, სემეკი „თელასსა“ და „თელმიკოში“ მონიტორინგს იწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები